სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის რეგიონალური პროექტის დასკვნითი სასწავლო ღონისძიება

სომხეთი, წაღკაძორი

27-28 ივლისი, 2017 წელი

სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის რეგიონალური პროექტის ორივე ქვეყნის გუნდები შეხვდნენ სამუშაო-სასწავლო ღონისძიებაზე პროექტის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს (ალიანსები, სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებული მხარეები და დონორები), სადაც გაანალიზეს პროექტის შედეგები და გავლენა, ასევე განიხილეს არსებული შედეგების მდგრადობა პროექტის დასრულების შემდგომ.

პარტნიორებმა ისაუბრეს პროექტის გავლენაზე და შეაფასეს საბოლოო შედეგები, შეისწავლეს პროექტის სამომავლო შესაძლებლობები , საუკეთესო პრაქტიკა და სწავლება და მათი გამოყენების გზები როგორც ალიანსების, ასევე ოქსფამის გლობალური ქსელებისა და პლატფორმების დონეზე.

პროექტის დასკვნით სასწავლო ღონისძიებას ესწრებოდნენ სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის ორივე ქვეყნის გუნდები, ოქსფამის სამართალმემკვიდრე ორგანიზაციები, ალიანსები, სახელმწიფო და არასამთავრობო წარმომადგენლები და დონორი ორგანიზაციები.