სასურსათო უსაფრთხოების პროექტის დახურვის ცერემონია

2017 წლის 14 სექტემბერს, 10:00 საათზე ექსპო ჯორჯიაში გაიმართება პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“  

დახურვის ღონისძიება, რომელსაც ახორციელებს ოქფსამი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე დაინტერესებული პირები მოისმენენ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშს, გაეცნობიან პროექტის შედეგებს და მიღწევებს. ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაზე და ამ მიმართულებით პროექტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პროექტის დახურვის ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის გუნდის წევრები, სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმის ხელმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მოკავშირე მხარეების სურვილს და მზაობას, განაგრძონ პროექტის მიღწევების ადვოკატირება მომავალში.