სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ადვოკატირებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი (GAARD) გააგრძელებს

2017 წლის 6 სექტემბერს კაჭრეთში სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითრების ალიანსის წევრებისათვის გაიმართა  3 დღიანი სემინარი, რომელიც დაეთმო ალიანსის კონცეფციების განხილვას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც უკვე 4 წელია ახორციელებს ოქსფამის წარმომადგენლობა საქართველოში, სრულდება 19 სექტემბერს,. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნას პროექტის მიღწევებისა და პრიორიტეტების შემდგომი ადვოკატირება ალიანსისა და სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან. სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში შემუშავდა ოთხი კონცეფცია ალიანსის სამუშაო ჯგუფების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც მომავალში ალიანსის წევრებს საშუალებას მისცემს წარუდგინონ დონორებს კონცეფციებზე დაყრდნობით შექმნილი შეთავაზებები ყოველი კონკრეტული საგრანტო კონკურსის გამოცხადებისას.

ალიანსის სამუშაო ჯგუფების მიმართულებებიდან პრიორიტეტულ მიმართულებებად შეირჩა: ა) ალიანსის კოორდინაციისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება; ბ) მიწის კოდექსის შემუშავება საქართველოში; გ) სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ლობირება; და დ) მცირე მეურნეების ჩართულობის უზრუნველყოფა პროდუქტის სახელწიფო შესყიდვების სისტემაში.

ალიანსის წევრები გამოთქვამენ მზაობას განაგრძონ პროექტის მიღწევებისა და პრიორიტეტების ადვოკატირება პროექტის დასრულდების შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში შექმნილი პლატფორმის – ალიანსის მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამადასტურებელი საბუთია.