2017 წლის 30 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის სახელით „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა და დარეგისტრირდა.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია შექმნას ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც შეამცირებს სურსათის საჭირო რაოდენობის ფიზიკურად არსებობისა და მასზე მოსახლეობის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის რისკებს, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და თვითუზრუნველყოფის გაზრდის გზით.
აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებშიეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა”, რომელსაც ოქსფამი ახორციელებს საქართველოსა და სომხეთში.

აღნიშნულმა კანონპროექტმა მრავალი დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. ჩატარდა რამდენიმე საჯარო კონსულტაცია, რის დროსაც კანონპროექტი განხილულ იქნა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, მათ შორის ზემოაღნიშნული ალიანსის წევრი ორგანიზაციების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ევროკავშირის დელეგაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ.